ტერენტი გრანელიპროექტის სახელი: ტერენტი გრანელი
პრიექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები გაეცნობიან პოეტის პირად ცხოვრებასა და შემოქმედებას.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან პოეტის პირად ცხოვრებასა და შემოქმედებას. მოიძიებენ ვიდეო და ფოტო მასალას. წაიკითხავენ და მოაწყობენ დისკუსიას პოეტის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე. მოუსმენენ მუსიკაკურ კომპოზიციებს. ნახავენ პოეტის ბიოგრაფიაზე შექმნილ დოკუმენტურ ფილმებს, რის შედეგადაც შეეცდებიან შთაბეჭდილებების გადმოცემას (ესეები, ნახატები, აპლიკაცია)მოსწავლეები მოიძიებენ და ისწავლიან პოეტის შემოქმედებას (მოგონებები, წერილები, სიტყვები, ჩანაწერები.) სასწავლო პროცესის განმავლობაში შესრულებული კვლევების შემდეგ ეწყობა ექსკურსია (წალენჯიხა), სადაც მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას, იღებენ ფოტოებს და შეგროვილ მასალას ინახავენ. გამოიკვლევენ პოეტის გავლენას ქართულ ლიტერარურაში, ისტორიაში, ფერწერასა და ფოლკლორში. მოეწყობა მოსწავლეების მიერ პოეტის ხელოვნების ნიმუშებისა და ფოტო გამოფენა.
მოსწავლეთა ასაკი: 15-18 წელი VIII-XII კლასი.
ვადები /ხანგძლივობა/: 3 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დამხმარე ლიტერატურის მოძიება, მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით და დისკუსიის გამართვა, ჯგუფური მუშაობები კითხვების დასმით, საკითხებში ჩაღრმავება, პრეზენტაცია, შთაბეჭდილებების გაზიარება,სკოლაში გამოფენის მოწყობა, ბლოგის შექმნა.
მოსალოდნელი შედეგები /პროექტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებმა შესაძლოა გააკეტონ ალბომი, ელ. ჟურნალი, ჩანახატი, ესეები; მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, დამატებით ლიტერარურაზე მუშაობის, ისტ-ის გამოყენების, ჯგუფურად მუშაობის უნარ-ჩვევა. უკეთ გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემლვიდრეობას, კარგად გაეცნობიან პოეტის ბიოგრაფიას და შემოქმედებას.
სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან პოეტის ბიოგრაფიას და შემოქმედებას. სკოლაში მოეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას პოეტის ბიოგრაბიასა და შემოქმედებაზე. ასევე გააცნობენ თავის თანატოლებს ინტერნეტის საშუალებით თავიანთ პროექტს. ამ პროექტის მნახველები სიღრმისეულად გაეცნობიან ტერენტი გრანელის შემოქმედებას, მეტად გაუფრთხილდებიან და შეიყვარებენ მის მემკვიდრეობას.
სამუშაო ენა: ქართული.
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ლიტერარურაში- განუვითარებს ძირითად საკომუნიკაციო უნარებს: წერა, კითხვა, მეტყველება, მოსმენა. ისტორიაში- შეისწავლიან ისტირიულ კვლევას, გაიღრმავებენ ცოდნას. ხელოვნებაში- პოეტის შემოქმედებაზე ნახატების შესრულებით, მუსიკალური კომპოზიციებით, ლიტერატურული ნაწარმოებების მიმოხილვით.
პროექტის ფასილიტატორი: მაია ოქროპირიძეფასილიტატორის ელ. ფოსტა: maiaoqropiridze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი /ბლოგი: maiaokropiridze.blogspot.com
Автор: maia oqropiridze на 23:55 0 коммент.
Подписаться на: Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий